ქართული კინო

ქართული კინემატოგრაფია საფუძველს XX საუკუნის დასაწყისში იღებს და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, როგორც ქართული კულტურის, ისე ევროპული კინემატოგრაფიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა მჭედლიძე, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მიხეილ კობახიძე, გოდერძი ჩოხელი, თემურ ბაბლუანი და სხვანი.

ქართული კინოს ერთ-ერთი უდიდესი თაყვანისმცემელი იყო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი: “ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია”

ქართული კინოს ისტორია 1908 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ვასილ ამაშუკელი პირველ ქართულდოკუმენტურ ფილმებს იღებს ბაქოში. მათ შორის იყო „ქართველი სცენის მოღვაწენი“ და „ქვანახშირის გადაზიდვა აქლემებით“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s